მოქალაქეებს ავტომობილების ტექინსპექტირების ვალდებულება დროებით აღარ აქვთ

მთავრობის 27 მარტის დადგენილბაის თანახმად, მოქალაქეებს ავტომობილების ტექინსპექტირების ვალდებულება დროებით აღარ აქვთ.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება მოქალაქეებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეუჩერდებათ.

„თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა ემთხვევა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, აღნიშნული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა შეჩერებულად ჩაითვალოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.