ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 073-მდე გაიზარდა. აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება.
ამ დროისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 044-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელდა 45 064 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობაა სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.