ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი – გამოჯანმრთელდა. კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანაშია გავრცელებული.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება.









