ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 436-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 72 532-ს შეადგენს, დაინფიცირებული კი – 145 682 ადამიანია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.