მუღანლოში მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წითელი ჯვრის წარმოამდგენლებმა სოფელ მუღანლოს მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკოემნდაციები გააცნეს და ვირუსის გავრცელების შესაძლო რისკების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

შესაბამისი ინფორმაცია ადგილობრივებს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რაფი ორუჯოვმა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიაწოდა.

მოსახლეობას ორენოვანი ეგრეთწოდებული ფლაერები დაურიგდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა სოფლებსაც მოიცავს და აქტიურად გაგრძელდება.