ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს

თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.