“ორი ნაბიჯის” ფილიალი გაქურდეს

 უცნობმა პირებმა სასურსათო მაღაზიათა ქსელის “ორი ნაბიჯი” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა.

მარკეტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.