კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კერძო სექტორი ერთვება- შერატონ გრანდ მეტეხი თბილისის მფლობელებმა სასტუმროს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ დათმობის გადაწყვეტილება მიიღეს.
სასტუმროს შენობა საკარანტინე ზონის მოწყობისთვის Ras Al Khaimah Investment Authority Georgia-ს გუნდმა სახელმწიფოს დროებით გადასცა.
ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო, “ჯი ემ თი” ჯგუფმა. შესაბამისად, მათ მფლობელობაში არსებული სასტუმრო მოქსი თბილისის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონის მოწყობისთვის გადაეცა. სასტუმრო 130 ნომრისგან არის დაკომპლექტებული.









