პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. 

პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რეგისტრაცია 120 დეპუტატმა გაიარა. 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დადგენილებას “საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ” 115 დეპუტატმა მხარი დაუჭირა,  ხოლო 2 წინააღმდეგი.

საქართველო პრეზიდენტის  ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტს მხარი დაუჭირა 115 და არცერთი წინააღმდეგი. 

პარლამენტმა ორივე დადგენილება მიიღო.  საანგებო პლენარულ სხდომაზე  აღნიშნულ საკითხს მხარი საპარლამენტო ოპოზიციამაც დაუჭირა.