პარლამენტში მისულ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ტემპერატურას უზომავენ

 საქართველოს პარლამენტში მისულ პირებს, მათ შორის, აპარატის თანამშრომლებსა და დეპუტატებს ტემპერატურას უზომავენ.

 ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციას ემსახურება.

პარლამენტში შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის. დღეიდან საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ საშვთა სისტემაც შეჩერებულია.