საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში – 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.