საქართველოს პრეზიდენტი ,სალომე ზურაბიშვილი მარნეულის შესასვლელთან არსებულ ვითარებას ეცნობა.
სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც.
საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის შესასვლელთან განთავსებული თავდაცვის სამინისტროს მედპუნქტის საქმიანობას გაეცნო და სამართალდამცველებს გაესაუბრა.
“ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე არის ერთნაირად დაცული. ყველა ზომა არის გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცული. ამისათვის მადლობას ვუხდი ყველა უწყების წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსთან საბრძოლველად.
ჩვენ შევდივართ ახლა ახალ ფაზაში, რომელიც შესაძლოა ბევრად მძიმე იყოს და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს, რადგან ბევრად დიდი სიფრთხილე დაგვჭირდება. ჩვენ ვართ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლები.
შეიძლება სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ჰქონდეს მძიმე შედეგი.
მე მინდოდა დღეს არ მოსვლით მადლობის თქმა ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და ამავე დროს გამეფრთხილებინა ყველა, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ სრულიად შემართებით და სიფრთხილით” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.









