ჟიული შარტავას დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას დღეს, 7 მარტს 76 წელი შეუსრულდებოდა.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის ხსოვნას  პატივი მიაგეს და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.  მაშინ ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ არ დატოვა სოხუმი და ბოლო წუთამდე სეპარატისტებისგან იცავდა.

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”.

ეროვნული გმირი  თბილისში, ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

თათია ნანობაშვილის ფილმი “ორივე მხარეს საქართველოა” – გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე