„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

ავიაკომპანია „რაინეარმაკორონავირუსის საფრთხის გამო, იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიაში კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ავიაკომპანიის ცნობით, ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს და მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.