“რუსთავი-თბილისის მიმართულებით არსებული 11 ლოტიდან, 6 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს”,- ამის შესახებ რუსთავის მერმა ,ირაკლი ტაბაღუამ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, დედაქალაქის მიმართულებით მიკროავტობუსები მხოლოდ 6 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ.
მათ შორისაა: თოდრიიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები,ძველი ბაზრიდან – რკინიგზის მიმართულებით, მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით, გმირთა მემორიალიდან -ვარკეთილის მიმართულებით და ფიროსმანის ქუჩა- სპორტის სასახლე ე.წ. “ალდაგი”.
“მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თბილისში გადაადგილდება და მუშაობს, ეს პრევენციული ღონისძიბები მათ სამსახურებსაც უნდა დაეწყოთ, დისტანციური რეჟიმის ამოქმედება და გრაფიკით სამსახურში სიარული. იგივე ეხება ბიზნესსაც და სხვადსხვა კომერციულ დაწესებულებებს, რომლებმაც აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა დაიწყონ და დაწყებული უნდა ჰქონოდათ აქამდე. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, ამ ლოტზე პრობლემა არ იქნება და მოსახლეობას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, მათ შეუძლიათ, სამსახურის საკითხები დისტანციურად მართონ, თუ არადა ყველას ეკუთვნის შვებულება ორკვირიანი, რომელიც შეუძლიათ, გამოიყენონ თავისუფლად, რაც იქნება ანაზღაურებადი.
რაც შეეხება გადაუდებელ აუცილებლობას, ამაში ნაგულისხმევია, იცით თქვენ,რუსთავი სამრეწველო სექტორია და გარკვეული კადრი თბილისიდანაც მუშაობს, დაახლოებით 3 000 მგზავრი თბილისიდან რუსთავისკენ მოემართება და უმეტესი, რა თქმა უნდა, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით. ზუსტადაც ,ამ გრაფიკს ვითხოვთ ჩვენ და იმ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე თანამშრომლების სიარულს, რომლებიც მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში არიან, სხვადსხვა ძალოვან სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, თუ ბიზნესთან, რომლისთვისაც სასიცოხლოდ აუცილებელია აღნიშნული თანამშრომლის სამსახურში სიარული. “,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შიდასაქალაქო ტრანსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალიდან რუსთავში კერძო სამარშრუტო ტაქსები მთლიანად გაჩერდება და მხოლოდ M3 კატეგორიის მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.