რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა აღავლინა

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა. ლოცვას, ვატიკანი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

“ამ კოლონადიდან, რომელიც რომსა და მთელ მსოფლიოს მოიცავს, შევთხოვოთ ღმერთს წყალობა და ნუგეშისცემა. უფალო, დალოცე სამყარო, მიეცი ჯანმრთელობა ჩვენს სხეულებს და ანუგეშე ჩვენი გულები. უფალო, შენ გვეუბნები, რომ არ შეგვეშინდეს, მაგრამ ჩვენი რწმენა სუსტია და გვეშინია. არ დაგვტოვო უფალო მარტო ამ ქარიშხალში“ – განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა მიმართვა მსოფლიოში არსებულ ვითარებას მიუძღვნა.