რუსეთში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 500 კილომეტრში მოხდა. ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარამუშირის კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.