რუსთაველებს პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივისა და გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, რუსთავში მოსახლეობას პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, პაპუნა პაპავას განცხადებით, იდეის მიზანი იყო, რომ რუსთაველებისთვის მიეწოდებინა ვირუსისგან თავდაცვის საშუალებები, რომლებიც ამ დროისთვის სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. 

ჩვენ გავცემთ 120 მილილიტრ ხსნარს, სამ პირბადესა და ლატექსის ხელთათმანებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დაცვას არსებულ ვითარებაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის სრულიად უსასყიდლოდ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ამ გზით დავამარცხოთ ის მთავარი გამოწვევა, რომელიც კორონავირუსის სახით ქვეყანაში არსებობს”,- განაცხადა პაპუნა პაპავამ.

 ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთაველებს დამცავი საშუალებები მომავალშიც დაურიგდებათ.