გიორგი სარდალაშვილმა ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრების წევრობა გაინაღდა.
სპორტსმენმა 55 კილო წონით კატეგორიაში 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე უპირობოდ მოიგო. ფინალურ შეხვედრაში სარლადაშვილი ქართველ მეტოქეს კაკო ჩაფურიშვილს დაუპირისპირდა და 22 წამში დაამარცხა.
ანტალიაში გამართულ ევროპის თასზე სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარდგენილები.
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიაში გამართული ევროპის თასი 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით და მე-2 გუნდური ადგილით დაასრულა.