რუსთავის ბაღებიდან საკვები პროდუქტის გაცემის პროცესი დაიწყო (+ფოტო)

  რუსთავის მერიამ დღეს, საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემა დაიწყო. ქალაქის ოცდაერთივე საბავშვო ბაღში, სურსათის გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

პროცესს პირადად აკონტროლებენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია. საკვები პირველ ეტაპზე 950 ბენეფიციარს: სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს გადაეცემათ. დახმარებისთვის საჭირო თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.


,,ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფიდან დავიწყეთ. ესენი არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები. რაც შეეხებათ დანარჩენ ბავშვებს, ის თანხა, რომელიც მათი კვებისთვის იყო განსაზღვრული, შენახულია, არანაირი კლება არ განუცდია, დახმარება რასაც დღეს გავცემთ მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. როცა ეს ყველაფერი გადაივლის და სააღმზრდელო პროცესი აღდგება ბაღებში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოვიფიქრებთ, რა სიურპრიზი დავახვედროთ მათ. ახლა, ამ ეტაპზე, მათვარია გვერდში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას.“-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.


საბავშვო ბაღებიდან გასაცემ პროდუქტს, ბენეფიციართა ნაწილს მოხალისეთა ჯგუფი სახლში მიუტანს. მოხალისე სთოფერების სერვისი, რუსთავის მერიამ გუშინდელი დღიდან აამოქმედა. ისინი, სოციალური სასადილოებით მოსარგებლე ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს და მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით გამოკვეთილ ბენეფიციარებს საკვებს და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებს, ადგილზე მიუტანენ.