რუსთავის ბაღებში გამოუყენებელი სურსათი უფასო სასადილოებს გადაეცათ

ბაგა-ბაღებში არდადეგების განმავლობაში გამოუყენებელი საკვები მერიის სოციალურ სამსახურს გადაეცემა. ამის შესახებ tv4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს.

კერძოდ , ის პროდუქტები,რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაღებში ბავშვების კვებისთვი უნდა გამოყენებულიყო , სოციალური სამსახურის უფასო სასადილოებს გადაეცათ. 

პროცესი უკვე დაწყებულია, მალფუჭებადი პროდუქტები სასადილოებში ერთი კვირის წინ უკვე გადანაწილდა. რაც შეეხება არამალფუჭებადი პროდუქტების სასადილოებში განაწილებას,   პროცესი  ორშაბათს დასრულდება.  

შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო, ბაღებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.