რუსთავის ერთ-ერთ ბარში მამაკაცი დაჭრეს-შსს-მ 1 პირი დააკავა

რუსთავში ერთ-ერთ ბარში ,მომხდარი დაჭრის  ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს , რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ფიზიკური დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,რუსთავის ერთ-ერთ ბარში გუშინ ,ღამის საათებში მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს,რომელიც ამ დრომდე,რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.