რუსთავში ერთ-ერთ ბარში ,მომხდარი დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ფიზიკური დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,რუსთავის ერთ-ერთ ბარში გუშინ ,ღამის საათებში მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს,რომელიც ამ დრომდე,რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.