რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის ინიციატივით, თეატრის მკერავთა ჯგუფმა 250-მდე პირბადე შეკერა.
პირველადი დაცვის საშუალებების ნაწილი რუსთავის დასის წევრებს დაურიგდებათ, ნაწილი კი მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაეცემა.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ TV4-ს განუცხადა, იდეის მიზანია, რომ კორონავირუსის გამო არსებული რთულ ვითარებაში თანამოქალაქეებს დაეხმარონ.
მისი თქმით, თეატრი, საქმიანობას არ წყვეტს და მიუხედავად შეჩერებული სპექტაკლებისა, მსახიობები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
როგორც ტვ4-თვის გახდა ცნობილი, რუსთავის დასის წევრები სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებულ სხვადსხვა სპექტაკლებს წაიკითხავენ და მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლები სოციალურ სივრცეში განთავსდება.
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მეთოდით მსახიობებს საშუალება ექნებათ, რომ არ მოდუნდნენ და ამავდროულად საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობას შეუწყონ ხელი.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიდეოსპექტაკლი სტუმარ-მასპინძელი იქნება, რომელზეც მუშაობა რუსთავის დასმა ჯერ კიდევ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე დაიწყო.