რუსთავის ისტორიული მუზეუმი 16 მარტამდე დაიხურა

 რუსთავის ისტორიული მუზეუმში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო სივრცეები და საგანმანათლებლო პროგრამები 16 მარტის ჩათვლით დაიხურა.

მუზეუმის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

“ძვირფასო საზოგადოება, გაცნობებთ, რომ კორონა ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეები და საგანმანათლებლო პროგრამები 16 მარტის ჩათვლით ვიზიტორებისათვის იხურება.

განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.

მუზეუმის ადმინისტრაცია.”-ნათქვამია განცხადებაში

აფიშიდან მოიხსნა სპექტაკლები რუსთავის თეატრში. ორი კვირის განმავლობაში პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლების ჩვენებები არ ჩატარდება.