რუსთავის მერიასთან ფილმის გადაღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის მერიის მიმდებარედ,  ცენტრალურ მოედანზე ფილმის გადაღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც TV4-ის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ფილმს “გადაიღე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ბოლივუდი იღებს და ის 70-იანი წლების იტალიის შესახებ იქნება. გადაღების მთავარ ადგილმდებარეობად კოსტავას გამზირი და მიმდებარე ქუჩები შეირჩა. 

აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გადაღება 6 მატს დაიწყება და გადამღები ჯგუფი რუსთავში 8 მარტამდე დარჩება.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქალაქში  მასშტაბური სცენების გადაღება იგეგმება, რის გამოც, ამ პერიოდში რამდენიმე ქუჩა: კოსტავას, ბარათაშვილის, რუსთაველის, ლეონიძის ქუჩები და მიმდებარე ჩიხები დროებით  გადაიკეტება.