რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახელით, მაღაზიების, კვების ობიექტებისა და საწარმოებისთვის სარეკომენდაციო წერილები მომზადდება და მათ უშუალოდ გადაეცემათ.
გარდა ამისა, ახალი რეკომნდაციები გაიცა, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის.კერძოდ, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ისინი,სამსახურეობრივი მოვალეობისგან გათავისუფლდებიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა მიღება გაუქმდა. ასევე, გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება.
მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეძლებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
ცხელი ხაზის ნომერი – (0341) 222 854, 222 838
ელ.ფოსტა – info@kvemokartli.gov.ge
რუსთავი:
ცხელი ხაზი – (0341)255 127, 255 183, 270 005.
ელ.ფოსტა – rustavi.municipality@rustavi.gov.ge
sakrebulo.aparati@rustavi.gov.ge
ბოლნისი:
ცხელი ხაზის ნომერი – (0358) 222 555
ელ.ფოსტა – bolnisimunicipality@bolnisi. gov. ge ;
bolnisimunicipality@gmail.com
გარდაბანი:
ცხელი ხაზი – 595 24 26 62
ელ.ფოსტა – meria@gardabani.gov.ge
დმანისი:
ცხელი ხაზის ნომერი – (0360) 222 464
ელ.ფოსტა – dmanisi.mun@dmanisi.gov.ge
თეთრიწყარო:
ცხელი ხაზი – (0359) 22 23 38
ელ.ფოსტა – meria@tetritskaro.gov.ge
წალკა:
ცხელი ხაზის ნომერი – 599857030
ელ.ფოსტა – meria@tsalka.gov.ge
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში 30-მდე ადამიანი იმყოფება, თბილისში გადაყვანა კი 5-მდე პაციენტს დასჭირდა. მათგან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ერთ-ერთ პაციენტზე დაკვირვება ამ დროისთვის მიმდინარეობს.









