რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური ბლოკი ე.წ. “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური კორპუსიდან ევაკუაცია უკვე განხორციელდა და თუკი პაციენტს ცხელება გამოუვლინდა, მისი გადაყვანა ინფექციური კორპუსის ბოქსირებულ პალატაში მოხდება.
როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ორი ბლოკი აქვს. ინფექციური კორპუსი გადაკეთდა ცხელების ცენტრად. ჯერ-ჯერობით დაცლილი ვართ მთლიანად. ევაკუაცია განხორციელდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში. ინფექციურის დეპარტამენტი იზოლირებული შესასვლელით არის და მე ვფიქრობ, უნდა მოერიოს ამ გამოწვევას, თუმცა თუ ვერ მოერია მერე უკვე გამოვიყენებთ ემერჯენსის განყოფილებასაც.
ცენტრალურის ემერჯენსის განყოფილება პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. გადაუდებელ შემთხვევაში ეს იქნება, ტრამვები, ინფაქტი, გულსისხძარღვთა დაავადებები თუ ასე შემდეგ, ყველაფერს ვაგრძელებთ ჩვეულებრივად” – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ცხელების სიმპტომატიკით არავინ არაა მოთავსებული.









