ხვალიდან თბილისსა და რეგიონებში სამარშრუტო ტაქსები იკრძალება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ,გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს კითხვა ,დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აკრძალვა რეგიონებზეც გავრცელდება და ძალაში მანამდე დარჩება, ვიდრე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ გადაივლის.
სამარშრუტო მიკროავტობუსების აკრძალვასთან დაკავშირებით ,კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მედიის წარმომადგენლებმა, დედაქალაქის მერს კითხვა, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით დაუსვეს.
კახა კალაძის თქმით, შეზღუდვა ყველა რეგიონზე გავრცელდება,თუმცა მთავრობის წევრები არ აკონკრეტებენ ,რა ალტერნატიულ ტრანსპორტს შესთავაზებს მოქალაქეებს ხელისუფლება.
Tv4 საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასაც დაუკავშირდა. როგორც მთავრობის კანცელარიაში აცხადებენ, საუბარია სამარშრუტო ტაქსების შეზღუდვაზე,ხოლო საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უახლოეს დროში გახდება ცნობილი.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხვალიდან სამარშრუტო ტაქსები იკრძალება.