რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე “ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით,ავტომობილის მძღოლი ჩვეული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილში ცეცხლი შენიშნა და მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.