რუსთავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ქალაქის შემოსასვლელში,ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

 

Tv4ის ჟურნალისტის ინფორმაციით,ერთმანეთს “ბეემვეს” “ტოიოტას” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მობილიზებულია სამი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი,სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძრო -სამაშველო სამსახური.