რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდნობა 35-მდე გაიზარდა

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნვლეყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა tv4-ს განუცხადა, ქალაქში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის, 35 პირი იმყოფება. 

მისივე ცნობით,რამდენიმე პირი, თვითიზოლაციიდან თბილისში გადაიყვანეს. 

​შეგახსენებთ, საჭიროების შემთხვევაში მერია რუსთაველებს სადეზინფექციო საშუალებებითა და საკვებით დაეხმარება.ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  თანხა გამოიყოფა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ჰიგიენური საშუალებები  და საკვები გადაეცემათ