რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, რუსთავში თვითიზოლაციაში 69 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.