რუსთავში თვითიზოლაციის წესები ჯამში 10-მდე ადამიანმა დაარღვია-ამის შესახებ Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემდეგ მოქალაქეები შესაბამისმა სამსახურებმა იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ,კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.