რუსთავში მოქმედი მეწარმეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდნენ 

რუსთავში მოქმედი ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, პირველ ივნისამდე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

ასევე, ცვლილებები შეეხოთ, შიდა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ გადამზიდავ ფირმებს, კერძოდ, გადასახადებისგან სამი თვით გათავისუფლდნენ შიდა, ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მქონე ფირმები, ხოლო ორი თვით გათავისუფლდნენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მქონე კომპანიები.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, საკრებულოში ვადის ამოწურვის გამო, ვეტერანების საკითხთა და რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდათ.