რუსთავში,სასტუმრო “რუსთავის” შენობაში საკარანტინო ზონა მოეწყობა

რუსთავში, სასტუმრო  “რუსთავის” შენობაში საკარანტინო ზონა მოეწყობა. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საკარანტინო ზონის მოწყობა იგეგმება სასტუმრო “რუსთავის” შენობაში. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასტუმრო რუსთავი, ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის გამო ,შეირჩა. 

როგორც tv4-ისთვის ხდება ცნობილი, სასტუმრო “რუსთავში” საკარანტინო ზონა  სავარაუდოდ, პარასკევიდან მოეწყობა.