მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, რუსთავის ტერიტორიაზე ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.
“გუშინ ღამის 12 საათიდან თავდაცვის სამინისტროს ბრიგადებმა წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ლოკაციაზე დაიწყეს საველე პირობებში იმ მოწყობილობების აღჭურვა, რომელიც მოემსახურება საგუშაგოზე მდგომ ადამიანებს და ექიმებს, რომლებიც იმ პროცედურებს ჩაატარებენ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერაა გაცემული.
თითქმის ყველა შემოსასვლელში ეწყობა ანალოგიური სპეცსაგუშაგოები. ლოკაცია ერთი გვაქვს რუსთავის შემოსასვლელის, ასევე ერთი ლოკაცია გვაქვს კახეთის გზატკეცილიდან და გარდაბანთან ორი ლოკაცია: ერთი ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაა, მეორე ნაგებიდან შემომავალი გზა, გარდაბნის საზღვართან,” – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
საკონტროლო გამშვები პუნქტები სულ საქართველოს 7 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში და გორის შესასვლელებში მოეწყო.