რუსთავში შეიარაღებულმა პირებმა მაღაზია დააყაჩაღეს

 რუსთავში უცნობმა პირებმა სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორი შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და მუქარით გამყიდველს თანხა გასტაცა

მაღაზიიდან 1000 ლარზე მეტი ოდენობის თანხაა წაღებული.

შსს-ს ცნობით დანაშაულში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.