რუსთავში ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაფიქსირდა – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ასახული მონაცემების თანახმად, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 76%-ს მიაღწია.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.
პორტალის ცნობით, 27 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება.
შეგახსენებთ, ქალაქი რუსთავი ყველაზე დაბინძურებული ჰაერის სტატუსით არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის კონტინენტზე ლიდერობს.