თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბალდებულმა 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ, რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ ასევე, დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შ.ა.-მ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების – ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შ.ა-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების – ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.
2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ა.
სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა “გლოკი“-ს და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა.
სააპელაციო სასამართლომ შ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.