საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან.
„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.
შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
მინდა, ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული
1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;
2. ჯარში გაწვევა;
3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;
4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;
5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;
6. დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;
7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები,;
8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;
9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება – როგორც კულტურული, ისე სპორტული;
10. გავეცით სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები.
ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული, უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.
დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება იმ რაოდენობის ინფიცირებულები, რომლებიც ჩვენ გვყავს და, განსაკუთრებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაოდენობის ზრდა საკარანტინო ზონაში, არის უკვე აშკარა ფაქტი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანა არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება, ასევე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო.
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს – იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;
საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;
სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ და ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი.
„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, პირველ რიგში, იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ქვეყნის ჩვენს ეკონომიკაზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დავიყვანოთ ზიანი, რომელიც გლობალური გამოწვევისგან ადგება საქართველოს ეკონომიკას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.
„ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობა, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
გიორგი გახარიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმგებელი პირები დაასახელა.
„ეს გახლავთ, პირველი, ჯანდაცვის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე, სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელია ბატონი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯის გადადგმა, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და მოქალაქეებმა ეს ვირუსი დაამარცხონ.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწიონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადავდგათ პრევენციული ნაბიჯი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი სრული რწმენა იმაში, რომ ჩვენ ამ განსაცდელიდან, ამ მძიმე გამოწვევიდან, გამოვალთ გამარჯვებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
✅➡️Bu gün, Gürcüstan hökuməti və mən, 2020-ci il, 21 aprel tarixinədək bir ay müddətinə, bütün ölkə miqyasında fövqəladə vəziyyət tətbiq etməsinə dair Gürcüstan Prezidentinə müraciət edirik, – bunu Gürcüstanın Baş naziri – Qiorqi Qaxaria, Koronavirusla bağlı mövcud İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclası başa çatdıqdan sonra, Hökumət Administrasiyasında keçirilən brifinqdə açıqladı.
Hökumət başçısı, ölkədə Koronavirusun ilk yayılma halının qeydə alınmasından bu günədək İdarələrarası Koordinasiya Şurasının qəbul etdiyi qərarlar barədə danışdı, lakin, o qeyd etdi ki, bu mərhələdə ölkə, virusun yayılmasından sonraki – daxili yayılma mərhələsinə keçid alır və bu – hökumət, biznes və cəmiyyət tərəfindən xüsusi, əlavə tədbirlər tələb edir.
„İctimaiyyət bilir ki, Koronavirus ölkədə ilk dəfə 26 fevral tarixində aşkarlanıb. Bu gün 21 martdır və artıq – 48 yoluxma halımız var. 2300-dən çox insan karantində və bir çoxu özünü təcridermədədir.
Nəticə etibarilə biz, elə əvvəldən konkret nəticələr əldə etmək üçün, konkret qərarlar qəbul edən – İdarələrarası Koordinasiya Şurası yaratdıq.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının qəbul etdiyi qərarları sadalamaq istəyirəm:
1. Tədris prosesini dayandırdıq;
2. Hərbi xidmətə çağırış;
3. Dövlət işçilərininin əksəriyyəti distant işə və elektron xidmətlər rejiminə keçid aldı;
4. Eyni tövsiyə özəl sektora da verildi;
5. Hava və quru nəqliyyatın hərəkətini tədricən məhdudlaşdırdıq, xarici vətəndaşların Gürcüstana girməsinə qadağa qoyduq;
6. Karantin prosedurları qurduq, özünü təcridetməyə nəzarət gücləndirildi;
7. Dağ-xizək kurortlarını bağladıq;
8. Mini-avtobusların hərəkəti qadağan edildi;
9. Müxtəlif genişmiqyaslı – mədəni, idman tədbirlərin keçirilməsi dayandırıldı;
10. Strateji əhəmiyyətə malik infrastruktur çərçivəsində, müxtəlif obyektlərin – ərzaq, aptek və bank xidmətlərindən başqa digər ticarət obyektlərinin bağlanması ilə bağlı tövsiyələr verdik.
Bütün bunlar virusun xarici ölkədən idxal olunması mərhələsi olan, virusun yayılmasının ilk mərhələsini dayandırmağa yönəldilmişdi.
Bugünkü vəziyyətdən irəli gələrək biz, yoluxmuş insanların sayını müəyyən edə bilərik və xüsusilə karantində olanların sayının artması ona dəlalət edir ki, biz artıq virusun yayılmasından sonraki – daxili yayılma mərhələsinə keçid alırıq və bu – hökumət, biznes və cəmiyyət tərəfindən xüsusi, əlavə tədbirlər tələb edir, “- deyə Hökümət Başçısı qeyd etdi.
Onun sözlərinə görə, bu mərhələdə əsas vəzifə virusun kütləvi şəkildə yayılmasının qarşısını almaqdır və bu belədə olmalıdır.
„Bizim, bu mərhələdə əsas vəzifəmiz virusun kütləvi şəkildə yayılmasının qarşısını almaq, dayandırmaq və həmçinin virusun yayılma sürətinə mane olmaqdır. Bu, bizim Səhiyyə Sistemimizə imkan yaradır ki, onlar hər bir vətəndaşımıza daha hazırlıqlı və daha keyfiyyətli yanaşsınlar. Bu məqsədə nail olmaq üçün, sadaladığım bir çox fəaliyyətlərin qəbul edilməsinə və davam etməsinə baxmayaraq bu gün, Gürcüstan hökuməti və mən, 2020-ci il, 21 aprel tarixinədək bir ay müddətinə, bütün ölkə miqyasında fövqəladə vəziyyət tətbiq etməsinə dair Gürcüstan Prezidentinə müraciət edirik,“ – deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Baş nazir, fövqəladə vəziyyətlə bağlı müəyyən edilmiş hərəkətlərin siyahısını mediaya təqdim etdi.
Hökümət başçısının brifinqdə bildirdiyi kimi, fövqəladə vəziyyət, hökumətə aşağıdakı imkanları yaradır – özünü tədricetmə və ya karantin qaydalarını pozan şəxs müvafiq müəssisəyə köçürüləcək; özünü tədricetmə və ya karantin qaydalarını pozan şəxsə qarşı müvafiq sanksiyalar tətbiq ediləcək;
Yük daşıma xidmətləri istisna olmaqla, beynəlxalq sərnişin, hava, quru və dəniz nəqliyyatında məhdudiyyətlər tənzimlənir.
Dövlət xidmətlərində fərqli qaydalar və inzibati işlərin aparılması üçün fərqli qayda və şərtlər yaradılır;
Gürcüstan hökuməti, zəruri hallarda – karantin, tədricetmə və tibbi məqsədlər üçün fiziki və hüquqi şəxslərin əmlak və maddi sərvətlərini, mülkiyyət hüququnu məhdudlaşdıraraq istifadə etmək hüququna malikdir;
10-dan çox insanın bir yerə yığılılması
məhdudlaşdırılır;
Hökumətin – özəl təşkilatlara, biznessubyektlərinə məhdudiyyət qoymaq və ya konkret bir vəzifə həvalə etmək hüququ yaranacaq.
Lazım olduğu halda Hökumət – dərmanların, tibbi xidmətlərin və zəruri əşyaların qiymətlərini tənzimləyəcək;
Hökumət, təhsil haqqında Gürcüstan qanunları ilə müəyyən edilmiş qaydalardan fərqlənən qaydalar və şərtlər qoyacaq;
Lazım olduğu halda Hökumət, müvafiq tibbi təhsili və ixtisası olan şəxslərin ümumi şəkildə mobilizə edə biləcək;
Məhkəmə iclasları distant şəkildə keçirilə bilər.
„Bütün fiziki və hüquqi şəxslər fövqəladə vəziyyət rejiminə əməl etməlidirlər. Əks təqdirdə, fövqəladə vəziyyət rejiminin pozulmasına görə:
İnzibati məsuliyyət – fiziki şəxslər üçün 3 000 lari civarında, hüquqi şəxslər üçün 15 000 lari civarında; eyni hərəkət təkrar olunarsa cinayət məsuliyyətinə cəlb edilərək 3 ilə qədər həbs cəzası. Hüquq-mühafizə orqanları fövqəladə vəziyyət rejimini qorumaq üçün Gürcüstan qanunvericiliyində nəzərdə tutulmuş məcburi tədbirlərdən istifadə etməlidirlər”, – deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Baş nazirin sözlərinə görə, Prezidentin razılığından sonra, Hökumətin qərarı parlament tərəfindən təsdiqlənəcək və bütün bu hərəkətlər məcburi xarakter daşıyacaq.
„Gürcüstan Prezidentinə müraciət edəcəyimiz siyahı budur. Bu hərəkətlərdən bəziləri artıq tətbiq edilibdir, lakin nəzərə alaq ki, bu tələblər yalnız tövsiyə xarakteri daşıyırdı. Prezident, qərarımızla razılaşdıqdan və Parlament tərəfindən təsdiqləndikdən sonra, bütün bu tədbirlər məcburi xarakter daşıyacaq“, – deyə Qiorqi Qaxaria bəyan edib.
Baş nazirin sözlərinə görə, hökumətin əsas vəzifəsi, Gürcüstan iqtisadiyyatına qlobal çağırışın vurduğu ziyanı minimuma endirmək üçün ilk növbədə vətəndaşlarımızın sağlamlığına və iqtisadiyyatımıza qayğı göstərməkdir.
Baş nazirin bəyanatına görə, hökumət, işini, eyni zamanda gəlirini itirmiş və ya potensial şəkildə itirə biləcək hər bir Gürcüstan vətəndaşının acınacaqlı vəziyyətini yaxşı başa düşür.
„Buna görə də, hökumətin hazırladığı plandan əlavə, iqtisadiyyatın konkret sektorlarına kömək etmək məqsədilə, yaxın gələcəkdə bir plan təqdim ediləcək, bu planın tamamilə mühim məqsədi odur ki, işini itirmiş vətəndaşlarımıza yardım baxımından konkret və məqsədyönlü şəkildə kömək etməyimiz üçün Dövlət dəstək dursun“, – deyə Hökumət Başçısı bəyan etdi.
Baş nazirin sözlərinə görə, Idarələrarası Şura, 4 əsas Istiqamət ayırıb və fövqəladə vəziyyətdə belə Gürcüstan hökumətinin fəaliyyətinin effektivliyi onların sistlemli şəkildə idarəetməsindən aslıdır.
Qiorqi Qaxaria, yuxarıda göstərilən istiqamətlərdən danışdı və onlara cavabdeh olan şəxslərin adlarını çəkdi.
„ Bunlar, birinci, səhiyyə sahəsi – Ekaterine Tikaradze. İkinci, mülki asaiş və təhlükəsizlik sahəsinə cavabdeh olan cənab – Vaxtanq Qomelauri. Üçüncü, ərzaq, ərzaqla təmin etmə, logistika və nəqliyyat sahəsinə cavabdeh olan cənab – Levan Davitaşvili və dördüncü, makroiqtisadi göstəricilər və iqtisadiyyata dəyən zərərin minimuma endirilməsi və sonradan iqtisadiyyatın sürətli bərpası sahəsinə cavabdeh olan xanım – Maia Tskitişvili“dir, – deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Hökumət başçısı – polislərə, tibb əməkdaşlarına, ərzaq mağazalarının kassirlərinə, məsləhətçilərə və aptek şəbəkəsinin əməkdaşlarına təşəkkür etdi.
„Hər bir polis məmuruna təşəkkür edirəm, 24 saat ərzində vətəndaşlarımızın sağlamlığı üçün mübarizə aparan hər bir tibb işçisinə təşəkkür edirəm, şirkətlərə, ərzaq mağazalarının kassirlərinə, bizim vətəndaşlarımız üçün bu gündə, sabahda virus şəraitində çalışan aptek şəbəkəsinin əməkdaşlarınına təşəkkür edirəm“, – deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Hökumət başçısının sözlərinə görə, bu virusu məğlub etmək məqsədilə, prevensiyalı addım atmaq üçün – hakimiyyət, hökumət, mülki sektor, biznes və vətəndaşlar birgə hərəkət etməlidirlər.
„Bizim üçün bu virusu məğlub etmək məqsədilə bu gün etdiyimiz kimi, prevensiyalı addım atmaq üçün – hakimiyyətin, hökumətin, mülki sektorun, biznes və vətəndaşların birgə hərəkət etməsi çöx önəmlidir. Mən bir daha bu əziyyətdən, bu çətin sınaqdan qalib çıxacağımıza dair tam əminliyimi bildirmək istəyirəm“, – deyə Qiorqi Qaxaria bəyan etdi.