სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები დახურეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს დროებით ხურავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ავრცელებს.

„Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით 18 მარტიდან ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა“, – აღნიშნული სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.