საკარანტინო ზონაში სკრინინგი 60 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა 

ყველა ძირითადი სურსათის მარკეტი არის მომარაგებული, ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება არის სრულად მომარაგებული – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში განაცხადა.
 
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება მოსახლეობის სამედიცინო სკრინინგი და ჯამში ორივე მუნიციპალიტეტში 60 000-მდე ადამიანი შემოწმდა.
 
“მთლიანად 60 000 მდე ადამიანი მოვიცავით, სადაც განსაკუთრებული შემთხვევებია გაცნობებთ. ეს არის პრევენციისთვის, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს. იმ ერთეულ შემთხვევებში, სადაც ტემპერატურაა, ამას ინდივიდუალურ რეჟიმში რაოდენობრივად გაცნობებთ ხოლმე.
 
საველე ჰოსპიტალში იყო გუშინ რვა ადამიანი, ელოდა პასუხებს და უარყოფითია ყველა შემთხვევაში,რაიმე განსაკუთრებული არ არის. დღევანდელი დატვირთულობაც ჩვეულ რეჟიმშია და არავითარი რიგები არ შეინიშნება” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. 
 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, აღნიშნა,რომ საკარანტინო ზონაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები და ტერიტორია ძალოვანი სტრუქტურების მიერ მკაცრად კონტროლდება.
 
“სადეზინფექციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიდის, ყველაფერი კონტროლდება. ძალოვანები აკეთებენ პრევენციას,რომ რიგები რ იყოს. არის ახალი დეტალი, თქვენ იცით,რომ პირველი საკარანტინო სივრცეები გაიხსნა რუსთავში, ამჟამად დაახლოებით 300-მდე ადამიანია სასტუმროებში ,სხვადსხვა მუნიციპალიტეტში. ეს ორ კვირიანი ვადა გავიდა , რუსთავში დაახლოებით 45 ადამიანი დღეს უნდა გაეწეროს და დატოვოს საკარანტინო სივრცე”-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.