კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები როზე ადრე იხურება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფეებს, რესტორნებს და ბარებს რეკომენდაცია მიეცათ, სერვისის ის ნაწილი შეზღუდონ, რომელიც უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.