საპატრიარქო-თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა

  დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.