სასამართლომ სოკოს საწარმო “თეთრი ქუდი” 7 500 ლარით დააჯარიმა

  სასამართლომ სოკოს საწარმო “თეთრი ქუდი” დააჯარიმა. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, სოკოს საწარმო 7 500 ლარით დაჯარიმდა. 

 როგორც სასამართლომ დაადგინა, საწარმო “თეთრი ქუდი”  2010 წლიდან საქმიანობას უკანონოდ  ახორციელებს. საწარმო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაჯარიმდა. 

რაც შეეხება, კომპოსტის საამქროს ქალაქიდან მოშორებით გადატანის საკითხს, tv4-ის კითხვაზე,საწარმოს ადმინისტრაცია აცხადებს,რომ საკითხი წლის ბოლომდე გადაიჭრება. 

შეგახსენებთ, სოკოს საწარმოს მენეჯმენტმა, კომპოსტის ცეხის ქალაქიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებით,  რუსთავის მერიას დეკემბრის თვეში აცნობა და კომპოსტის საამქროს გადატანა მაისის თვეში დაანონსა