სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ჩემპიონატი გაიხსნა

 სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ჩემპიონატი დაიწყო.

პირველი შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთში რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში გაიმართა. ერთმანეთს ქვემო ქართლის  მუნიციპალიტეტების გამარჯვებული სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

 ჩემპიონატზე მონაწილეობას 2004, 2005 და 2006 წელს დაბადებული 50-მდე მონაწილე იღებდა. გამარჯვებულები გოგონებსა და ბიჭებს შორის გამოვლინდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს მედლები და სიგელები გადაეცათ.

ჩემპიონატი  ა(ა)იპ. „ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 6 სახეობაში ტარდება. შემდეგი ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება.