თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მომატებული ტემპერატურით ბაკურიანში ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელის გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, პაციენტი 21 დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა.
პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა თავად მისი სურვილი იყო, ამ დროისთვის ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა და ანალიზის პასუხს ელოდება.
სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.