სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში 30-მდე ადამიანი შეიყვანეს

სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში 30-მდე ადამიანი შეიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და  სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების საკარანტინო ზონაში გადმოყვანა ავტობუსებით მოხდა.

მოქალაქეები ასევე, რუსთავის კიდევ ორ საკარანტინო ზონაში შეიყვანეს, სასტუმრო “ვეჯინსა” და “ავტო პაპაში“.