სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში კიდევ 15 ადამიანი შეიყვანეს (+ფოტო)

ამ წუთებში, რუსთავში, სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში კიდევ 15 ადამიანი შეიყვანეს.

რუსთავის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის სულ 62 ადამიანი იმყოფება. ისინი იტალიიდან და გერმანიიდან არიან ჩამოსულები.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და  სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების საკარანტინო ზონაში გადმოყვანა ავტობუსებით მოხდა.